ბათუმის სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღების საქმეზე დაკავებული “ქართული ოცნების” ლანჩხუთის საკრებულოს თავჯდომარის, ბესო ტაბიძის შვილი, ვახტანგ ტაბიძე “გაყიდული თამაშების” საქმეშიც ფიგურირებს.
ოპოზიციის ინფორმაციით, თანხა ტაბიძეს სავარაუდოდ აზარტული თამაშების გამო დასჭირდა და ყაჩაღობის მიზეზიც ეს გახდა.
“ევროპული საქართველოს” წევრები მოწოდებენ “ოცნებას”, მმართველი პარტიის დეპუტატს სამართალდამცველებთან მისი კავშირების გამოყენების უფლება არ მისცეს.
ცნობისთვის, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს და 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ნიუპოსტი
“ალიამ” სცადა ინფორმაციის გადამოწმება, მაგრამ ბესო ტაბიძე მედიას არ პასუხობს.
კომენტარები