სპორტული ჟურნალისტი, დავით ბაკურაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“ახლობელმა ერთი კვირის წინ იყიდა ჰიუნდაი სანტა ფე. დღეს ყვება:- დილას გარაჟიდან გამოვიყვანე, გამოვედი და მინდა ზადნით წავიდე 5-6 მეტრი, რომ გზაზე გავიდე, მაგრამ არ მიდის..
დადგა ჯორივით…ბენზინი ასხია.. ვიფიქრე რომ რაღაც ჭირს..
გადმოვედი მანქანიდან და ვუყურებ 3-4 წლის ბიჭია შემძვრალი ჩემი მანქანის უკან.. გამოძვრა და ბურთი გამოიღო…
სწორედ ბურთზე გააკეთეს რეაქცია ეტყობა სენსორებმა, თორემ მე ხომ დავიღუპებოდი და ბავშვს რა მოუვიდოდა წარმოდგენაც არ მინდა…
ბებიამისი მოვარდა აქოშინებული, გამომექცა, ვერ გავაჩერეო…ბავშვი გადაკოცნა და მე მადლობები მიხადა. მე ვუთხარი – მე კი არა, კორეელებს უთხარით მადლობათქო…”
კომენტარები