ჟურნალისტი, დათო ხვადაგიანი, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოებს და წერს:
“იყიდება … იყიდება ჩემი „საქართველო“ და მე ვყიდი მას. მე და ჩემი ახლობლები … მისსავე გადასარჩენად !
ვისაც გიყვართ, ვისაც გინდათ, ლეჩხუმში, საქართველოს ულამაზეს და ისტორიულ სოფელ ლაილაშში, ასეთი, ორსართულიანი ხის სახლი (სადაც შეიძლება საოჯახო სასტუმრო გააკეთოთ, როგორც მინიმუმ), რომლებიც ჩემი დიდი წინაპრების ხელით გათლილი ხის მასალისგანაა აშენებული, მარანით, ბეღელით (უნიკალურით), საწნახელით (თხილის), მაგარი ეზოთი, ხეხილით, კაკლებით და საბოსტან-საბაღჩე ადგილით (ცალკე იყიდება მიწის სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები სოფლისვე მიმდებარე ტერიტორიებზე) !!!
ფასი არც კი ვიცი რა ვთქვა, მეტირება … ანუ შეთანხმებითაა ეგ ამბავი !!!
პ.ს. თუ რამეა, პირადში !!!”
კომენტარები