თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს გადაუდებელი სამუშაოებისთვის 300 ათასი ლარი გამოეყო. ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს.
„ფინანსთა სამინისტროში უკვე ჩატარდა დივიდენდების განაწილების კომისიის სხდომა და ინფექციურ საავადმყოფოს მიეცა უფლება გადაუდებელი სამუშაოებისთვის გამოიყენოს 300 ათასი ლარი. საკითხი ამით გადაწყვეტილია“, – აცხადებენ სამინისტროში.
უფლება მიეცეთ გამოიყენონ გადაუდებელი სამუშაოებისთვის 300 ათასი ლარი – რა ცინიზმია, წულუკიანმა პანდემიის დროს ორჯერ ამაზე მეტი, “გადაუდებლად საჭირო” საყვავილე ვაზებში და სკამებში გადაიხადა!
20 აგვისტოს თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ელემენტარული, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირობების არქონის გამო ინფექციურმა საავადმყოფომ კოვიდითა და აივ/შიდსით ინფიცირებული სტაციონარული პაციენტების მიღება შეაჩერა.
მინისტრმა, ალბათ არ იცის, რომ პრემიერი კლინიკას ახალ შენობას დაპირდა?!
მინისტრმა, როგორც ჩანს არ იცის, რომ საავადმყოფოს, სახურავის გარდა, არ უვარგა სავალდებულო ვენტილაცია, ჟანგბადის მიწოდების სისტემა, კორპუსების დამიწება, ადრე შეძენილი კომპიუტერული ტომოგრაფის დასადგამი ფართის მოწყობა და სხვ.
მთავარია, არ დააწვიმდებათ…
მართლა გგონიათ მინისტრო, რომ ინფექციური საავადმყოფოს სხვა პრობლემები გადაუდებლად მოსაგვარებელი არ არის? მართლა თვლით, რომ კორპუსების დამიწება, არ არის გადაუდებელი? ან კომპიუტერული ტომოგრაფიისთვის ფართი? ან სავალდებულო ვენტილაცია, ან ჟანგბადის მიწოდების სისტემა? – თუ ის გგონიათ, რომ 300 ათასად, გადახურავს კიდეც და ამ პრობლემებსაც მოაგვარებს?
მადლობა, მინისტრო! რა კეთილი ხართ! რა ბედნიერებაა, ქვეყნის ნომერი პირველ კლინიკაში (ხომ ასე უწოდებდით პანდემიის დროს, ხომ არ მეშლება?) წვიმის წყალი აღარ ჩავა, თქვენ ყოფილხართ პროფესიონალი! ახლა ნამდვილად გვჯერა, რომ კორონავირუსის მეორე ტალღისთვის რეალურად ემზადებით.
მინისტრმა ეტყობა ეს გადაწყვეტილება ამ ვიდეოს კიდევ ერთხელ ნახვის შემდეგ მიიღო, ან იქნებ, მას შემდეგ, რაც პრემიერს მატყუარა ვეძახეთ? – ვინ იცის. პრემიერის დაპირებული ფართი სანამ გზაშია, კიდევ ერთხელ გთავაზობთ ვიდეოს, რა პირობებში უწევს მუშაობა ინფექციურ საავადმყოფოს!
ალია
კომენტარები