ოპოზიიაში მიმინარე მოვლენებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე ეხმიანება. როგორც მანჯგალაძე აღნიშნავს, ‘ნაციონალური მოძრაობის“ რიგი ლიდერები მოკავშირე ოპოზიციური პარტიების ცილისწამებითა და მათ რიგბში მტრების ძიებით არიან დაკავებულნი მაშინ, როდესაც ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია.
„დასანანი და გაუგებარია „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი წარმომადგენლის ქცევის მოტივი და მიზანი, როდესაც ნაცვლად იმისა, რომ მთელი ძალები, რესურსი „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიგვემართა, ისინი მოკავშირეების მტრად ქცევით არიან დაკავებულები.
ამის სამწუხარო მაგალითია ხატია დეკანოიძე, რომელსაც შეეძლო წარმატებით ესაუბრა „ქართული ოცნების“ პირობებში ჩავარდნილ სამართალდამცავი სისტემის რეფორმაზე, დეპოლიტიზირებულ პოლიციაზე, საგამოძიებო სისტემაზე და კრიმინალის ზრდაზე.
ის კი სამი დღეა ეთერიდან ეთერში დადის და დაკავებულია სიცრუს ტირაჟირებით და აბსურდული ბრალდებებით გიორგი ვაშაძისა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდის მიმართ.
სად ეძებთ მეგობრებო მტრებს? ნუთუ ზედიზედ 7 არჩევნებში დამარცხება იმის ფიქრის სფუძველს არ იძლევა, რომ მტრების ძიებით კი არა მოკავშირეების ძებნით უნდა დავკავდეთ?!“ – პაატა მანჯგალაძე
კომენტარები