გარკვეული პირები დაიკითხნენ, გამოჩნდნენ ახალი ფიგურანტები, რომელთა დაკითხვაც მიმდინარეობდა – ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა თბილისის პროკურატურის დატოვების შემდეგ განაცხადა.
„დღეს ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერებს გავეცანი, რომელიც გამოძიებას გამოთხოვილი ჰქონდა და სამწუხაროდ, ისევ არასრული იყო. გარკვეული პირები დაიკითხნენ, გამოჩნდნენ ახალი ფიგურანტები, რომელთა დაკითხვაც მიმდინარეობდა. საქმეს ემატება ტომები, უფრო მოცულობითი გახდა ყველაფერი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სხვა კუთხით წავა ყველაფერი და გამოჩნდება ის მთავარი, რასაც ქვია თამუნას გარდაცვალების მიზეზი, ან ის ჯგუფი, რომელმაც ეს ჩაიდინა“
კომენტარები