,,ნიუ ლაიფის” დამფუძნებელი მარიამ კუკუნაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
,,დედა მყავს მძიმედ.ექვსი თვის წინ გაიკეთა ღვიძლის ტრანსპლანტაცია თურქეთში. თუმცა სამი კვირის წინ დაეწყო სეფსისი და მდგომარეობის გართულება.თურქი ექიმები ითხოვენ მის სასწრაფოდ თურქეთში ჩაყვანას, მაგრამ ბუნებრივია ხვდებით, ასეთ მდგომარეობაში მყოფ ქალს ჩემსავით ვერც ტრაპზონამდე მანქანით ვამგზავრებ და ვერც ევროპის შემოვლით ვერ ჩავიყვან თურქეთამდე. სამი არასრულწლოვანი შვილი დატოვილი მყავს ძიძასთან, მაგრამ ვერც შვილებს ვერ ვნახავ და ვერც დედას იმიტომ რომ, მკვლელია ჩვენი მთავრობა და მოძალადე.ძალადობენ საკუთარ მოსახლეობაზე, ეკონომიკას ვინღა ჩივის, ანგრევენ ადამიანების ფსიქიკას და პოლიციის ძალით მიჰყავთ ხალხი მხოლოდ იმის გამო, რომ ფული გაათეთრონ სასტუმროებიდან.
ერთ ერთი გოგონა, რომელმაც კარანტინი გააპროტესტა ფსიქიატრიულში გადაიყვანეს და ემუქრებოდნენ რომ სამუდამოდ იქ გამოკეტავდნენ და გიჟად შერაცხავდნენ.ასე რომ მეგობრებო ესენი გმირები კი არ არიან, ესენი არიან ის პირსისხლიანი მოძალადეები, რომლებიც :
ახდენენ მენტალური სტიგმის წახალისებას და ამით მანიპულაციას და ადამიანების შანტაჟს .ესენი მზად არიან გაანადგურონ ადამიანები ფსიქიკურად და ფიზიკურადაც, ოღონდ იშოვონ რაც შეიძლება მეტი ფული ამ სიტუაციიდან და რაც შეიძლება მეტი სარგებელი ნახონ საარჩევნოდ…ხალხზე ზრუნვა ამათ არ აინტერესებთ. ამათი პასუხი ხალხისადმი არის იგნორი.მათ ურჩევნიათ ადამიანები დაიხოცონ, დაიტანჯონ, გაკოტრდნენ, ინერვიულონ…”
კომენტარები