სოციალური ქსელის მომხმარებელი, გიორგი შენგელია, ‘სასოწარკვეთილი მომხმარებლის” ჯგუფში, წერს:
“მოკლედ მოგიყვებით ჩემ ისტორიას, გუშინ საღამოს 22:04 საათზე გამოვიძახე იანდექს ტაქსი აპლიკაციით, მივედი დანიშნულების ადგილამდე და როდესაც გადმოვედი (თანხა ბარათიდან მოიჭრა პირდაპირ) დაახლოებით 30-40 წამში შევამჩნიე რო საფულე დამრჩა მანქანაში.
ტელეფონი მქონდა 2%-ზე და მივირბინე მეგობართან და სასწრაფოდ დავიწყე ნომრის ძებნა რომელიც მითითებული იყო აპლიკაციაში და ჩავაწერინე მეგობარს. დანიშნულების ადგილზე ჩამოსვლიდან 3-4 წუთის შემდეგ უკვე მძღოლს ვურეკავდი და ჩემი ფეხები, ტელეფონის ნომელი აქვს დაბლოკილი
Yandex.Taxi Georgia ეს ტელეფონის ნომრის დაბლოკვა მძღოლის მიერ ვერ მივხვდი რა პონტია, ვცადე სხვადასხვა ნომრებიდან მაინც დაბლოკილი არის. დავრეკე 112-ში, გამოუშვეს პატრულის თანამშრომლები და როგორღაც ნათესავის საშუალებით იპოვეს ეს ტაქსის მძღოლი რომელიც ასრულებდა უკვე 5-ე შეკვეთას, ნუ მძღოლი ვენებს იჭრის არ მინახავსო, კარგი მჯერა მარა მგზავრსაც ვერ ვუმტკიცებ ვერაფერს და მოკლედ საფულე რომელშიც აბსოლუტურად ყველა დოკუმენტი მედო და პლიუს საკმაოდ სოლიდური თანხა იდო დავკარგე ისე რო ჩემ ფეხებს დავიბრუნებ. იანდექს რეაგირება 0 !
რეალურად მძღოლს რომ არ ქონოდა ნომერი დაბლოკილი ეხლა საფულე მექნებოდა, ჩემგან ერთი რჩევა ყველას ! მეც მეგონა რო აპლიკაციით რო ვიძახებდი მეთქი თუ რამე დამჩა ან რავიცი მძღოლს სულ ვიპოვითქო მარა თურმე სულ ტყუილად.
იმედი დარჩა იმედად, ტიპი ისე იმალებოდა 2 საათი მთელი ქალაქის პოლიცია ეძებდა და შენ მგზავრო, თუ მართლა შენ აიღე და ეხლა კითხულობ ის 600 ლარი დაიტოვე და საფულე როგორმე დამიბრუნე, ყველა საბუთი შიგნით მედო”
კომენტარები