შატილში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილი 17-ივე მგზავრი ამოცნობილია. გარდაცვლილთა ოჯახის ახლობლები პასუხისმგებლობას კომპანია Traveler-ს აკისრებენ და ამბობენ, რომ ცუდ ამინდში ტური უნდა გადაედოთ. შატილის ავარიისას დაღუპული მამაკაცის შვილი მედიასთან საუბრობს:
„რა თქმა უნდა, კომპანიას პასუხიმგებლობას ვაკისრებთ, ასეთ ამინდში ტური უნდა გადადებულიყო. ვეხვეწებოდი მამაჩემს, არ წახვიდე მეთქი, მაგრამ მაინც წავიდა. მამაჩემი ტურის მგზავრი იყო თავის ექვს თანამშრომელთან ერთად“
კომენტარები