“სტრატეგია აღმაშენებლი” ერთ-ერთი ლიდერი, თაკო ჩარკვიანი, სოციალური ქსელით, ირაკლი ოქრუაშვილს პასუხობს:
“ეს ირაკლი ოქრუაშვილი, ის ოქრუაშვილია ხომ ჩვენი სამაჩაბლოდან- “ ოსეთიდან” რომ აპირებდა შემოსვლას, მერე მოგვიანებით სააკაშვილის წინააღმდეგ ( მის დასაჭერად), სამი ჩვენება რომ მისცა,“ ერთ ადგილას”, რომ შევარდა ღამის საათებში და ტრუსების ამარა ტელევიზიით, რომ ხალხს გვაჩვენებდა, მერე საფრანგეთიდან რომ რევოლუციას აანონსებდა, “ მხედრები “ გამომყავს დამელოდეთო…
ახლა გამოვიდა და თქვა ტვ ეთერში: თაკო ჩარკვიანმა არ დააყენოს კანდიდატურა საბურთალოზეო, (რა უფლებით ითხოვს არ ვიცი, მე მგონი “იმ თანამდებობაზე” ჰგონია თავი, ხალხს რომ ატერორებდა და ახლა, რომ სხვას აბრალებს მიშა მაკეთებინებდაო)
ჰოდა მე გამიხარდა ასე რომ თქვა, ოღონდ მართლა, აბა ამას რომ ეთქვა რაიმე კარგად ჩემზე ან რა კარგია რომ დააყენა კანდიდატურა საბურთალოზეო ან მაგვარი, ხო გამისკდებოდა გული
p.s ისე, იმ “ ადიდასის “ სპორტულების დარდი და მოლოდინის შიში გვაქვს, ლამის მთელ საქართველოს, ბოლო 15 წელია პოლიტ. “მონანიების” დროს, რომ იცმევს. ხოლმე ირაკლი ოქრუაშვილი?!…….
დაუმალეთ ვიღაცამ ან “ჩისტკაში, ქიმწმენდაში” მიეცით დროებით რომ არ ჩაიცვას, მაინც რა ვიცი საშიშია მისი “ მონანიება” ქვეყნისთვის”
შეგახსენებთ, ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, „არა, შესაძლოა, გიორგი ვაშაძემ მისი ნომრით არ დააყენოს თაკო ჩარკვიანი და ესეც განვიხილოთ.”
კომენტარები