საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი, გიორგი ფოფხაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“ის რომ, საქართველოში ტურიზმის ბიზნესი “ველური დასავლეთის” კანონებით ვითარდებოდა რამე ახალია და არ ვიცოდით?… ის რომ, ქვეყანაში პროფესიონალი მძღოლები აღარ გვყავს და ამ ტურიზმის “ველურ დასავლეთში” ულუკმაპუროდ დარჩენიმა ხალხმა მძღოლობა დაიწყო და “რა მანქანაც მყავდა ძმაო იმ მანქანით ვატარებდი ტურისტებს”- მძღოლები გვყავს, გაგვიკვირდა?
რომელიმე მძღოლს ქონდა ან აქვს სპეციალური ლიცენზია ტურიზმის სფეროში, 5 კაზე მეტის გადაყვანის სპეციალურ მოწმობასთან ერთად? (რომლის აღების კრიტერიუმებიც აქ საფრანგეთში თითქმის უნივერსიტეტსი ცოდნას მოითხოვს?) რა თქმა უნდა რომ, არა…
ტურიზმის სფეროში დასაქმებული მძღოლებმა კი არა, 80% -მა მძღოლმა საქართველოში ნორმალურად ტარება რომ არ იცის, რამე ახალია ჩვენთვის? და იცით რატომ არ იცის? აი იმიტომ რომ, ვინც უნდა ასწავლოს მანქანის ტარება, თვითონ იმას ჭირდება კარგი სწავლების კურსის გატარება თორემ, მინახავს მე ევროპაში ჩამოსული “ქართული შოფრობის ასები” ევროპული მოძრაობის წესებით დაბნეული ფეტვის მარცვალივით და 300 ევროიანი ჯარიმა აკიდებული “არასწორი მოძრაბის” და “მოძრაობის შეფერხების” -სტატიებით.
იცით თუ არა რომ, საფრანგეთში ქართულ მართვის მოწმობას არ ცვლიან და რატომ არ ცვლიან გითხრათ? მე მგონი მიხვდებით რატომაც..
ხო და რა გასაკვირია მერე როცა საშინელი ტრაგედიების მომსწრენი ვხდებით ქვეყანაში, სადაც ბოლო 1 წლის განმავლობაში იმაზე მეტი ადამიანი დაიღუპა ავტოავარიებში, რამდენიც გერმანიაში კორონვირუსის ინფექციით…”
კომენტარები