საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია კონგრესმენების უმწვავეს წერილებს დღეს პირველად გამოეხმაურა:
“როგორი მწვავე კითხვებიც არ უნდა დაისვას, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ამ კითხვებზე დავსხდეთ და ვისაუბროთ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. სადაც არ უნდა დაისვას მწვავე კითხვები, რომლებიც ეხება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, საგარეო ორიენტაციას, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ ურთიერთობას, ყველას კარგად ესმის, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები და განვითარება არის შეუქცევადი. შეიძლება ჩვენს კოლეგებს აქვთ გარკვეული კითხვის ნიშნები, გარწმუნებთ, მწვავე შეკითხვების არასოდეს არ შეგვშინებია. არც მწვავე პასუხების გაცემის არ შეგვშინებია. როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ. წყნარად, მშვიდად, ყველანაირი ემოციების გარეშე”
კომენტარები