„ნიუ ლაიფის“ დამფუძნებელი მარიამ კუკუნაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„მე რამოდენიმე დღეში მოვფრინავ( რეისს დავაზუსტებ და დავდებ აქ).ვაპირებ თვითმფრინავში მყოფი კარანტინისთვის განწირული ყველა ქართველი ავამხედრო სანამ დავფრინდებით.და აი მერე თუ უნდათ სულ იატაკზე თრევით წაგვიღონ, გნებავთ ფსიქიატრიულში გადაგვიყვანონ.გარეთ დამხვდებიან ჩემი 9 წლის შვილები ტრაფარეტით: ,, მთავრობავ, ნუ გვართმევ დედას,, და ჟურნალისტები.ბიბისიც გაგვაშუქებს და მსოფლიოს ანახებს, როგორ მიყავთ თერევითა და პოლიციის ესკორტით ქართველები და რა უპრობლემოდ უშვებენ უცხოელებს ათას ადგილზე სახეტიალოდ.იმედია დაგვხვდებით თქვენც. მე მზად ვარ თქვენი გულისთვის დიდი შოუ პროგრამა მოვუწყო ბრმებსა და ყრუებს.ასე რომ გელით მეგობრებო, შევხვდებით აეროპორტში არაუგვიანეს 3 სექტემბრისა. კორონა ტესტებს ვიტარებ და თან მექნება ;)ბავშვების უფლებებით დაინტერესებულები ნუ გამომეხმაურებით. ბავშვებმა თავიდანვე უნდა ისწავლონ, რომ ძალა მათშია და რომ სიმართლისა და უფლებებისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი !“
კომენტარები