“ჯერ ერთი, ამ კითხვაზე და თვალის ჩაკვრაზეც ექსკლუზივი მე მეკუთვნის. რაც შეეხება თქვენს კითხვას, თქვენგან მინდა სიხარული”- ასე უპასუხა გიორგი გახარიამ ერთერთი ჟურნალისტის შეკითხვას – “წერილი გნებავთ თუ სიხარული?”.
ჟურნალისტის მინიშნება ამერიკელი კონგრესმენების იმ წერილებს ეხებოდა, რომლებიც მათ საქართველოს ხელისუფლების ვერტიკალს გაუგზავნეს და სადაც მმართველი პარტია და ხელისუფლება მწვავედ გააკრიტიკეს.
“რა კითხვებიც არ უნდა დაისვას, ყოველთვის მზად ვართ, დავსხდეთ და ამ კითხვებზე ვისუაბროთ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, სადაც არ უნდა დაისვას მწავვე კითხვები, რომელიც ეხება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, ქვეყნის საგარეო ორიენტაციას, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ ურთიერთობას”, – თქვა გიორგი გახარიამ.
კომენტარები