ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი შატილში მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ ტურისტულმა კომპანიებმა ტექდათვალიერება გავლილი მანქანები უნდა დაიქირაონ და მძღოლების რაოდენობა გაზარდონ. ჩანადირი აღნიშნავს, რომ კომპანიამ დაქირავებული მანქანების სიჩქარე უნდა აკონტროლოს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, ტურისტულმა სააგენტოებმა ტექდათვალიერება გაუვლელი მანქანები არ დაიქირავონ. მოითხოვონ ცნობა მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. გრძელ მანძილზე ან დილაუთენია დაწყებულ ტურებში ჩასვან 2 მძღოლი.
რაც მთავარია, ისევე, როგორც ბევრმა პასუხისმგებლიანმა კომპანიამ მოახერხა, უნდა გააკონტროლონ დაქირავებული მანქანების სიჩქარე. ეს სიახლე სულაც არ არის. საზღვარგარეთ ასე ხდება“
კომენტარები