საქართველო ჩინეთიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტთან ერთად, რეექსპორტს და ტრანზიტსაც კრძალავს, – გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უკვე მოაწერა ხელი.
„სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტო და სსიპ – შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის დროებით აკრძალვას“, – ნათქვამია პრემიერის განკარგულებაში.
შეგახსენებთ, რომ ცხოველების იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 27 იანვრიდან მოქმედებს.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ სომხეთმა იგივე მოქმედება 5 დღით ადრე განახორციელა, რაზედაც აქტიურად წერდა “ალია” და ითხოვდა საქართველოს მხარესაც მიეღო ზომები.
ოღონდ სომხეთმა ცოცხალ ცხოველთან აკრძალა ცხოველური საკვები და ნედლეული ყველა მდგომარეობაში. სხვადასხვა ინფორმაციებს ვფლობთ ჩვენ და სომხეთი?
ალია
კომენტარები