ტრაგედია თერჯოლაში – გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის ბებია საზარელ ისტორიას ჰყვება:
“ტრაგედია დატრიალდა და მანამ , სანამ ეს ტრაგედია მოხდებოდა, წავიდა. თავისი შვილთან თავის გოგოსთან იყო. წავიდა იქ და მტირალი ბავშვი სახლში წამოიყვანა. თავის დას უთხრა არ გამიშვაო. დაი, სანამ მამა მოვა ჩამაწერინე პატრულის ნომერიო. ბავშვმა ვეღარ მოასწრო ნომრის ჩაწერა, მამამისი მოვიდა.
ამის შემდეგ დედამისს დაურეკა დედა მიშველე მამა დანით დამდევსო. ბიძამისთან იყო… ბიძამისმა თქვა, კარს წიხლები ურტყა და გავატანეო. ხომ იცოდა ბიძამისმა რომ მოკლავდა.
თავის ცოლს დაურეკა და უთხრა ფულს გამომიგზავნიო? არა, ფულს არ გაღირსებო. თავის ცოლს უთხრა თუ არ გამომიგზავნი ამ ბავშის, ავთოს ხმას ვერ გაიგებო…
დაურეკა ჩემმა შვილმა თავის დას, ჩქარა გაიქეცი, მოკლავს ავთოსო…
მეზობლები ამბობდნენ, მოგვბეზრდა მაგათი გაშველებაო…
ერთხელ ისე უცემია, ჩემი შვილი საავადმყოფოში იყო, მილიციამ მიაჩუმალა საქმე და ჩემი შვილი მკვდარ-ცოცხალი ჩაუჯინეს მანქანაში და გამოატანეს”
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, სოფლის რწმუნებულმა თქვა, რომ არაფერი იცის!
კომენტარები