რეჟისორი, ბექა რამიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“სავარაუდოდ ცოტა ხანში გამოვა ვინმე “ცნობადი” სახე და დაპოსტავს, ან მოყვება როგორ “მიაბარა” რამე სპეცდაწესებულებას მძიმე აუტისტური სპექტრის მქონე შვილი… რადგან “ვეღარ უვლიდა სრულფასოვნად”. ” წარმოადგენდა საფრთხეს”… “აწუხებდა მეზობლებს”… ” საშიში იყო გარშემომყოფთათვის”…. “მის მოვლას ეწირებოდა მისი პირადი ცხოვრება” და ა.შ…..
აქაც აუბამენ მხარს, დაუკრავენ კვერს, დაამუნათებენ “ბნელ” საზოგადოებას და პირიქით – ჩადებენ მიწაში, დაახურავენ ყველაფერს და რა თქმა უნდა ისინიც დაამუნათებენ “ნათელ” საზოგადოებას….
ოღონდ არავის არ გაუჩნდება კითხვა – კაი, გააკეთე გააკეთე, შენი ნებაა და რაც გინდა ის გიქნია, მარა აი რატო აცხადებ ამას ასე საჯაროდ და შეფარული სიამაყით – წიპა –
” აი მე რა კაი ტიპი ვარ რომ ამ ბნელ ქვეყანაში ეს გავაკეთე”..?”
კომენტარები