საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი, გიორგი ფოფხაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“ძალიან არაპოპულარულ და ძნელად გასაგებ რაღაცას ვიტყვი მაგრამ, ასეა სინამდვილეში და…
30 წელი სამყაროში ნეგატივი ვაგზავნეთ, ერთმანეთი ვჭამეთ, ვხოცეთ, ვიომეთ, ვლანძღეთ, ვაუბედურეთ, ვყვლიფეთ, სხვის გაჭირვებაზე ხელის მომთბობები გავაზულუქეთ. ხართა კერპნი ვქმენით და ვადიდეთ, თაღლითებს ქვეყანა სამართავად ჩვენი ხელით ჩავაბარეათ, ვწყევლეთ, ვკრულეთ და რავი რა საშინელება არ ვაკეთეთ და ახლა გვიკვირს რაც ჩვენს თავს ხდება?
რაც მივეცით სამყაროს ის დაგვიბრუნა რაც დავთესეთ იმას ვიმკით. სამყარო ზუსტად ნიუტონის მესამე კანონზეა დაფუძნებული და მოქმედებს – დაცემის და ასხლეტის კუთხე ერთნაირია, რა ძალითაც დაარტყავ, იმ ძალითვე გიბრუნდება…”
კომენტარები