სოციალური ქსელის მომხმარებელი, ნიკო მიქაია, წერს:
“დღეს დოლარი ჰოპ და 8 პუნქტით გაუფასურდა!
დიახ ჩვენი პრობლემა არის ის, რომ არ ვფიქრობთ! ვართ პატარა ლეკვებივით, რომელთაც ლუკმებს დაუყრიან და იშინაურებენ. ლეკვები, რომლებსაც გადაუგდებენ ნარჩენებს და კუდს უქიცინებენ მერე!
საგარეო ვალის ბოლო ტრანში ჩაერიცხა ქვეყანას! ვსიო ამოვწურეთ ვალების რესურსიც! ეს ფული უნდა ინვესტირებულიყო ეკონომიკაში, გაძლიერებულიყო ბიზნესი! მომზადებულიყო საავადმყოფოები კორონასთვის და ამის ფონზე გაგვეხსნა საზღვრები და აგვემუშავებინა ეკონომიკა! ასე მოიქცა მთელი მსოფლიო!
ჩვენ? ჩვენ 200 ლარები გადმოგვიგდეს საარჩევნოდ, მთელი ეს ფული გაუშვეს ამ უაზრო დახმარებებში, რომელიც 5 დღეში დაიხარჯება! ჩვენ კი კუდს ვაქიცინებთ! იმის მაგივრად, რომ ვითხოვდეთ მთავრობისგან თევზი დაგვაჭერინოს, რომ ბევრი საჭმელი გვქონდეს, ჩვენივე შრომით მოპოვებული, უბრალოდ ვაქიცინებთ კუდს, რომ ერთი ხამსა გადმოგვიგდეს! ამხელა ლარის მასას გაუშვებენ ახლა მიმოქცევაში იმ ფონზე, როცა ქვეყანაში უცხოური ვალუტა ფაქტობრივად აღარ შემოდის! ჰოდა ეს ჩვენი ვალუტა გახდება ჩენჩი! ვისაც დოლარში სესხები აქვს იმ ხალხის მდგომარეობაზე არაფერს ვამბობ, იმპორტიორებს მოუწევთ ფასები გაზარდონ, რაც სამომხმარებლო კალათას როგორ დააწვება კი იცით! ამას დაემატება ის, რომ ეს საგარეო ვალი გასასტუმრებელია და ამ 200 ლარს რომ აიღებ, სულ რომ ვერ ხვდები ისე, მოგიწევს 1000 დააბრუნო უკან! ამაზე არ ფიქრობს არავინ! მთავარია ,,ეფექტურმა მენეჯერმა” 200 ლარი მოგვცა! ჰოდა ასე იქნება სულ! სანამ არ მივხვდებით, რომ გადმოგდებული ლუკმა არ უნდა ვჭამოთ! თევზის დაჭერა უნდა ვისწავლოთ და არა გადმოგდებული ხამსის ძვლების ხვრა!
სანამ არ მივხვდებით, რომ პანდემიასთან ეფექტური ბრძოლა სამედიცინო სფეროს გაძლიერებაა და არა საზღვრების ისტერიული ჩაკეტვა! სანამ აზრზე არ მოვალთ, მანამ ვიქნებით კუდისქიცინა ლეკვები, რომლებიც ლუკმებით არიან კმაყოფილები, მათ პატრონებს კი სტეიკების ჭამით მუცლები უსკდებათ!
და ბოლოს! კორონას გადაურჩება ადამიანი, შიმშილს-ვერა! ეფექტური მენეჯმენტით აღფრთოვანებულთა გასაგონად!
პ.ს. დაგუგლეთ 200 ლარით აღფრთოვანებულებო სიტყვა ,,დეფოლტი”! აი ეგ გელოდებათ ზუსტად!გმადლობთ! ნახვამდის!”
კომენტარები