კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევიდან 2 სამედიცინო პერსონალია – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
„დღეს დაგვემატა 7 ახალი პაციენტი და სულ არის 1436 დადატურებული შემთხვევა. მათგან, ერთი არის დაავადებულთან კონტაქტი, ოთხი არის შემოტანილი, მათ შორის ერთი არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი და ორი სამედიცინო პერსონალია. გამოჯანმრთელებულები დღეს არ დაგვმატებიან. გამოჯანმრთელებულების პროცენტული მაჩვენებელი კვლავ უცვლელია და 80% გახლავთ. დღევანდელი მონაცემების შეჯერებით კოვიდცენტრებში მკურნალობს 259 დადასტურებული შემთხვევა. ჩვენს ცენტრში კვლავ 21 პაციენტია”
კომენტარები