გუშინ თბილისის პროკურატურაში თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი დეა კაპანაძე გამოკითხეს. საგამოძიებო უწყებაში იმყოფებოდნენ თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი და ოჯახის უფლებადამცველი, მიხეილ რამიშვილი.
თეონა თამაზაშვილი ფიქრობს, რომ დეა კაპანაძე რაღაცას მალავს:
“იმიტომ, მოვედი, რომ დეა იკითხება აქ. წინა დღეებში სიცხე ჰქონდა. ნერვიულობამაც იცის სიცხე. საერთოდ არ მოვიდა და არ შემეხმიანა, დედა და ძმა მომიგზავნა. თვითონ შეეშინდა მოსვლის, ესე იგი რაღაცას მალავს, რაღაცა იცის საქმესთან დაკავშირებით. დედამისმა მითხრა უნდა მოვამზადოო ჩემთან შესახვედრად და როდესაც თამუნასთან ერთად მოდიოდა, მაშინ რატომ არ სჭირდებოდა მომზადება?”
კომენტარები