ტრაგედია თერჯოლაში – დაღუპული 11 წლის მოზარდის მამა, ფრიდონ აბჟანდაძე სასამართლო პროცესზე ამბობს, რომ მას და მის არასრულწლოვან შვილს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ და ის ცამდე მართალია.
“ცამდე მართალი ვარ.. მე და ჩემი ბიჭი ძმაკაცებივით ვიყავით, ეს რაც პროკურორმა თქვა, თურმე რეციდივისტი ვყოფილვარ. ისეთები თქვა პროკურორმა დასახვრეტი ვყოფილვარ”
შეგახსენებთ, 49 წლის მამაკაცი საკუთარი შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, 23 აგვისტოს, საკუთარ სახლში დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კომენტარები