ზაზა სარალიძე აქვეყნებს, სოციალური ჯგუფის “ხორავას ქუჩის საქმე” პოსტს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“რატომ ჩაიშალა ზაზა სარალიძისა და ზურაბ თოდუას შეხვედრა მთავარ არხზე ეკა კვესიტაძის გადაცემაში?!
⚪️ზაზა სარალიძემ სოციალური ქსელით მიმართვა გაავრცელა და მიხეილ კალანდიას ადვოკატთან ზურაბ თოდუასთან ერთად პირდაპირი ეთერი ითხოვა. ” ბოდიშს ვუხდი ყველა მედიასაშუალებას დღევანდელი ჩემი საქციელიდან გმომდინარე.
არ გთხოვთ პატიებას,თქვენ თქვენ საქმეს და პროფესიას ემსახურებით. ვიცი უნდა გავითვალისწინო ყველაფერი.
უფალმა გვაპატიოს ყველა ცოდვა!!!
მხოლოდ ერთი თხოვნა მექნება, ბატონი ზურაბ თოდუა დაითანხმეთ პირისპირ დამიჯდეს და რამოდენიმე კითხვას დავუსვავ. პირობას ვდებ საქმის მასალებს და დეტალებს არ შევეხები და მითუმეტეს არც პოლიტიკური იქნება ჩემი კითხვები.
მხოლოდ და მხოლოდ პირისპირ და პირდაპირ ეთერში. ბოდიშს გიხდით კატეგორიულიბისთვის!!!” ნათქვამია მიმართვაში!
⚫️გარკვეული პერიოდის შემდეგ, როგორც აღმოჩნდა მთავარმა არხმა ზურაბ თოდუა დაითანხმა. გადაცემის პროდიუსერი დაუკავშირდა ზაზა სარალიძეს და მათი შეხვედრა პირდაპირ ეთერში 28 იანვარს გადაცემა “მთავარ აქცენტებში” ჩაინიშნა, თუმცა ამის თაობაზე არხს ანონსი არსად არ გაუჟღერებია. მთავარ არხში მისულ ზაზა სარალიძეს განუცხადეს, რომ გადაცემა ჩაიშალა და ის გადაცემის სტუმარი ვერ იქნებოდა!
რატომ ჩაიშალა შეთანხმებული გადაცემა მოულოდნელად უცნობია!”
კომენტარები