სოციალური ქსელის მომხმარებელი, მაია მუხარაძე, ჯგუფში, “სასოწარკვეთილი მომხმარებელი”, წერს:
“მინდა ჩემი გულისტკივილი გაგიზიაროთ. ბათუმის სამი კლუბის (Soho, Up2U, Secror 26) დამოკიდებულება და ხალხის არაფრად ჩაგდება ყველა ზღვარს სცდება. ბათუმში როცა ისვენებ ადამიანი და დილის 5 (!) საათამდე ტვინში გირტყავს ბოლო ხმაზე აწეული ბასები, აქ დასვენებაზე კი არა, ელემენტარულ ძილზეც კი აღარ შეიძლება ფიქრი.
23 რომ თენდებოდა, ისეთი წვიმა მოვიდა ბათუმში, წამოსვლა ვერ შევძელით, ჩაიკეტა გზები. მოგვიწია უკან დაბრუნება და კიდევ ერთი ღამით დარჩენა ბათუმში. სამწუხაროდ, ქალაქის ხედის ნომრები ყველა დაკავებული იყო (უკვე გვქონდა გამოცდილება ამ უგემოვნო მუსიკის მოსმენის პირველ ღამეს), ამიტომ განგვათავსეს კუთხის ნომერში, რომელიც ნაწილობრივ გადიოდა სანაპიროზე.
საღამოს 7-ზე (!) დაიწყეს ინსტრუმენტების აწყობა (!) თვითონ შოუ როდის დაიწყო – არ ვიცი, რადგან სხვაობა არ იყო, როგორც აბრახუნებდნენ, ისე გაარძელეს. დილის 5 (!) საათამდე ტვინში გვირტყამდა მათი ინსტრუმენტები.
სასტუმროს თანამშრომლებმა, რომლებიც გამუდმებით ბოდიშებს გვიხდიდნენ, გვითხრეს, რომ 5 წელია ასეთ დღეში არიან და ვერაფერს გადიან ამ სამ კლუბთან (!) არც პოლიცია, არც მერიაში საჩივრები, არაფერი არ ჭრის.
ვინ ხართ თქვენ?! თქვენ თუ ყურის ბარაბნები დახეთქილი გაქვთ (ამაში ეჭვის შეტანაც კი შეუძლებელია, ისეთ ხმაზეა მუსიკა ჩართული!), სხვებს რას ერჩით??? პატარა ბავშვები, ხანში შესული და რაც ისე ხანში შესული ხალხი…, ჩვენ დასვენება გვინდა!!! მაგ თქვენს კლუბებში, სამივე ერთად რომ ავიღოთ, მაქსიმუმ 300 კაცია, და დანარჩენმა ათასობით დამსვენებელმა რატომ უნდა ავიტანოთ ეს უმსგავსობა?
ბათუმის მერია(!!!!) გძინავთ არა ტკბილი ძილით??? სირცხვილი თქვენ, უსინდისობის პიკია რაც მანდ ხდება!!! განსაკუთრებით კი 23აგვისტოს!!!! როცა საზარელი ტრაგედია მოხდა და 17 ადამიანი სიცოცხლეს გამოესალმა და სამი კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. რა გეცეკვებათ???? ნამუსი არ გაქვთ!!!”
კომენტარები