ფილოლოგი, მწერალი დოდოსაბა ქასრაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“სად იბადებიან და სად იზრდებიან “მონა” ქალები? ვერასოდეს ვერ ვხვდებოდი ამას!
ჩემმა ბედოვლათმა ქმარმა საყვარელი, რომ გაიჩინა (ძმაკაცის ცოლი) და პირი აიმყრალა (დედის გინება დამიწყო) გავაფრთხილე (მეორეჯერ, რომ შემაგინა მაშინ):
-თუ რამე ნახე, კარგად შეინახე…გაფრთხილებ!: -კიდევ ერთხელ შემაგინებ და ამ სკამს ხომ ხედავ? (კრესლოსთან რკინის ფეხებიანი სკამი მედგა, ყავის ჭიქის დასადგმელად ვიყენებდი) წამოუსმევ ხელს და “გამოუშვებ” შენი გარიჯგვინებული თავისკენ გაგიხეთქავ კვახივით… დედაშენის თანდასწრებით გპირდები ამას და შენ ძალიან კარგად იცი, რომ მე რასაც ვპირდები ვინმეს იმას ვასრულებ კიდევაც, შენსავით ქოსატყუილა არ ვარ_თქო….
ხოდა ახლა წარმოიდგინეთ ოთახში “მოქმედი პირების “განლაგება: -თავში მე ვზივარ “კრესლოში” და ვქსოვ! ოთახის ბოლოში ჩემი ქმარი და ტელევიზორს უყურებს…. ჩვენს შორის კედელზე მიდგმულ დივან-სავარძელში ჩემი დედამთილი…
ხოდა ჩემმა ქმარმა შელაპარაკებისას შემაგინაააა…
ყავის ჭიქა მშვიდად გადავდგი ფანჯრის რაფაზე, წამოვავლე ხელი სკამს და მოვისროლეეეე, ჩემს დედამთილს რომ ჩაუქროლაააა, წამოხტა ქალი და ხელი ჰკრა, თორემ მართლა გავუპობდი თავს! მე კი მშვიდად დავჯექი ადგილზე და ქსოვა გავაგრძელე!
არც ერთი სიტყვა არ უთქვამს არც ერთს “ზნაკ პრატესტა”
კომენტარები