ვიღაცაა ამაში ჩართული და ის ხლართავს ყველაფერს. არ აწყობთ არც FBI-ს ჩართვა, იმიტომ, რომ სიმართლე დადგინდება. აბა, სხვა რა ვიფიქრო?, – ამის შესახებ განცხადებას გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი აკეთებს:
“ვთხოვთ ამ მთავრობას, დროზე გამოავლინონ მკვლელები. გამორიცხულია, არ იცოდნენ მათი ვინაობა. ასე თუ გაგრძელდა, საქმე სხვა მიმართულებით წავა და მერე თავიანთი ხელით გააქრობენ იმათ. დროზე თქვან, ვინ არიან დამკვეთ-შემსრულებლები, თორემ ეს საქმე ძვირად დაუჯდება ხელისუფლებას.
რაღაც დიდ საიდუმლოს შეეწირა ჩემი შვილი, თან ისეთს, რომ ეშინიათ, საზოგადოებამ არ გაიგოს… შვილები რომ გადავარჩინოთ, უნდა ვიბრძოლოთ. ყველას კარზე მიმდგარია ეს უბედურება. მთელ საქართველოს ვთხოვ, ერთად ვიყოთ და დავიცვათ ჩვენი შვილები”
კომენტარები