ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე, რომლის გადაცემაშიც, ზაზა სარალიძისა და მიხეილ კალანდიას ადვოკატის ზურაბ თოდუას შეხვედრა და საუბარი უნდა შემდგარიყო და არ შედგა, ზაზა სარალიძეს, რომელმაც დღეს სოციალური ჯგუფის “ხორავას ქუჩის საქმის” პოსტი გააზიარა, პასუხობს:
“ბატონმა ზაზა სარალიძემ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა განცხადება, რომ სურდა პირდაპირ ეთერში დებატებში დამჯდარიყო კალანდიას ადვოკატ ზურაბ თოდუასთან ერთად. მას შემდეგ რაც ჩვენ ზურაბ თოდუა დაგვიკავშირდა და გვთხოვა პირდაპირი ეთერი დაგვეთმო, ჩვენ დავუკავშირდით ზაზა სარალიძეს და ისიც დაგვთანხმდა გადაცემაში მონაწილეობაზე. გადაცემა უკვე დაგეგმილი იყო, მაგრამ გუშინ მთელი დღის განმავლობაში ზაზა სარალიძე არ პასუხობდა ჩვენი პროდიუსერის არც ზარებს და არც მესიჯებს. გადაცემამდე ერთი საათით ადრე იძულებული გავხდით ბატონი თოდუასთვის დაგვერეკა და გვეთქვა, რომ სარალიძეს ვერ ვუკავშირდებოდით და შესაბამისად, დებატები ვერ შედგებოდა. ამიტომ გადაცემის მეორე ნაწილი სხვაგვარად დავგეგმეთ. გადაცემის შემდეგ ჩემმა პროდიუსერმა ნენე დალაქიშვილმა მითხრა, რომ ზაზა სარალიძე 11 საათზე მოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ გადაცემის მეორე ნაწილი დაგეგმილი იყო, მან მაინც დაურეკა კალანდიას ადვოკატს, მაგრამ ეს ადამიანი, რასაკვირველია, ასე მოკლე დროში ტელევიზიაში მოსვლას ვეღარ მოახერხებდა. ასე იყო ეს ამბავი. დღეს კი ეს წერილი დაგვხვდა, რომ თურმე უცნობი მიზეზების გამო ჩაიშალა გადაცემა Nene Dalakishvili ჩვენი ეთერი ყოველთვის ყველასთვის ღიაა, ვინც ამ შესაძლებლობას გამოიყენებს – მათ შორი, რასაკვირველია, ზაზა სარალიძისთვის.”
კომენტარები