ტელეკომპანია “მთავარის” დირექტორი, ნიკა გვარამია, სოციალურ ქსელში, წერს:
“ეს ბიოტერორიზმი რას ნიშნავს?! ჯერ, რა ანტიკონსტიტუციური აკრძალვაა, რომ არ ვთქვათ, არაადამიანური?!
ჯერ ერთი, იქნებ სულ არაა ქალი ქორწინებაში და არსაიდანაა ერთი წელი დასათვლელი, და ამ დროს რა ხდება, საერთოდ ვერ გააჩენს ინ ვიტრო გზით? – ვერაო, გვპასუხობს, ქალი ინვიტრო განაყოფიერებას ვეღარ შეძლებს თუ ფაქტობრივ თანაცხოვრებაში არ არის კაცთან და ამას ვერ დაამტკიცებს ნოტარიუსთან. ანუ, მარტოხელა ქალს, სპერმა ბანკის მეშვეობით შვილის გაჩენა საერთოდ აუკრძალა!!!! და თუ არ ყავს პარტნიორი კაცი, საერთოდაც თუ ლესბოსელია და არც უნდა რომ ყავდეს?!
ან ქორწინებიდან ერთი წელი რას ნიშნავს? ხანდაზმული წყვილებისთვის ყოველ დღეს შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა ქონდეს ინ ვიტრო განაყოფიერებისას?!
ეს ადამიანი არის აუშვიცის მწამებელი ნაცისტი, სულით დამპალი მყაყი, პოტენციურად ასიათასობით ადამიანის ბედნიერების მომსპობი და ასიათასობით ბავშვის ამ ქვეყნად მოვლინების ამკრძალავი თავისი ერთი ხელმოწერით!”
შეგახსენებთ, სუროგაციის ცენტრის ხელმძღვანელმა მარიამ კუკუნაშვილმა დღეს თეა წულუკიანის ახალი ბრძანებულება გაასაჯაროა.
კომენტარები