ოკუპირებული აფხაზეთის მართმადიდებელი ეკლესია პატრიოტთა ალიანსის დეპუტატების მიერ ილორის ტაძრისთვის შეწირულ ღვთისმშობლის ხატზე უარს ამბობს და უკან აბრუნებს. როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ეკლესიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პატრიოტთა ალიანსის მისიის შესახებ ისინი საქმის კურსში არ იყვნენ.
„ამ მისიის შესახებ აფხაზეთის მართმადიდებელი ეკლესია საქმის კურსში არ იყო. მიუღებელია მსგავსი ქმედებები მანამ, სანამ ქართული მართმადიდებელი ეკლესია აფხაზეთის მართმადიდებელ ეკლესიასა და აფხაზეთის სახელმწიფოს არ აღიარებს“, – წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა, პარტია სახალხო ფრონტის თავმჯდომარე ლაშა საკანიამ განცხადება გამოაქვეყნა, რომლითაც დადასტურდა, რომ პატრიოტთა ალიანსის წევრები აფხაზეთში ვიზიტით იმყოფებოდნენ. მისივე თქმით, საპარლამენტო პარტიის წარმომადგენლებმა ვიზიტის ფარგლებში აფხაზეთში მდებარე ილორის მონასტერში ღვთისმშობლის ხატი ჩაიტანეს.
კომენტარები