გუშინ თბილისის პროკურატურაში იმყოფებოდნენ დაღუპულის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი, და საქმესთან დაახლოებული პირი – ბაჩანა ლობჟანიძე.
ლობჟანიძის მტკიცებით, გამოძიებას მან იმ ადამიანების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომლებიც ახალგაზრდა პროგრამისტის საქმეზე პირადად დაუკავშირდნენ. გარდა ამისა, ბაჩანა ლობჟანიძემ გამოკითხვის შემდეგ კიდევ ერთხელ ისაუბრა თამარ ბაჩალიაშვილის მეგობრის, დეა კაპანაძის შესახებ.
„ინფორმაცია ეხებოდა პირებს, რომლებიც მე მიკავშირდებიან. სუიციდი იყო, მიყვანა იყო, თუ რაც იყო ამ საკითხებთან დაკავშირებით. დეას ჰქონდა არამეგობრული ურთიერთობა თამართან და ეს არის გარემოებრივი ფაქტი იმისა, რომ რაღაც მომხდარიყო შემდეგ“
კომენტარები