“რას ხედავენ ყოველდღიურად ჩვენი ბავშვები? ისინი ცხოვრობენ გახრწნილ ქვეყანაში, სადაც არც სინდის-ნამუსს აქვს ფასი, არც – სიყვარულს და არც – ერთგულებას! აქ ყველაფერი ფულზე იცვლება და იყიდება”, – ამის შესახებ გივი სიხარულიძე ჟურნალ “გზასთან” საუბრობს:
“როცა დედა მთელ დღეებს გარეთ, ქუჩაში ატარებს, შინ ნასვამი, გალეშილი ბრუნდება და “ჩეფჩიკიანი” ქმარი ოვაციებით ხვდება, ასეთ ოჯახში მაგარი ბიჭები და გოგოები ვერ გაიზრდებიან. როცა ოჯახში მამას მამის ადგილი არ უკავია და დედას – დედისა, ასეთი ოჯახი კარგ შვილებს ვერ აღზრდის. ყველაფრის თავი და თავი კი ის არის, რომ საქართველოში ეროვნული იდეოლოგია გაქრა”
არც ამ არჩევნების მჯერა და არც – მისი მონაწილე პარტიებისა. პირდაპირ გეტყვით: არჩევნებზე მისვლასაც არ ვაპირებ. რატომ? – ჩემთვის ყველა პარტია ჩემი ქვეყნის მოღალატეა, რომელიც მარტო თავის ბედნიერებაზე ფიქრობს და არა – სამშობლოზე. ამ პარტიებს, თავიანთი რეიტინგების გარდა, არაფერი ადარდებთ”
კომენტარები