დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ეთიკურია „ქართული ოცნების“ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი „მიჰა ჰამოდი“, შემდეგნაირად უპასუხა – „ჰამოვიდეს, რა ვქნა“. დედაქალაქის მერის შეფასებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადება საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით, მორიგი ბლეფია.
„არ მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდეს საქართველოში. ეს არის მორიგი ტყუილი, მორიგი ბლეფი, თუმცა ჩამოვიდეს. არანაირი პრობლემა არ არის და მოუწევს იმ კითხვებზე პასუხის გაცემა, რაც ჩაიდინა წლების განმავლობაში“
კომენტარები