“ჰამოვიდეს, ვერაფერს ვიზამთ”, – ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, სამშობლოში დაბრუნების შესახებ.
“ჰამოვიდეს, არ არის პრობლემა. მას, პირველ რიგში, ელოდება რეფორმირებული მართლმსაჯულება და შემდეგ უკვე პოლიტიკური პროცესი. მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი მისი თანამებრძოლი, როგორც ჩანს, მასზე ძალიან გაბრაზებულია, თუმცა, თუ ის მაინც შეძლებს და მოძებნის ძალას იმისთვის, რომ დაბრუნდეს ქვეყანაში, აქ დახვდება თვისობრივად განსხვავებული სახელმწიფო.
მრავალი პროგრესული ცვლილება არის ქვეყანაში. ეს არის ჩვენი თანამოქალაქეების ქვეყანა, ეს არის ჩვენი სამშობლო, ჩვენ ყველა მის განვითარებაზე ვზრუნავთ. სამწუხაროდ, სააკაშვილი არ არის ჩვენი ქვეყნის თანამოქალაქე. ეს არის ადამიანი, რომელმაც საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობა თავის ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებზე გაცვალა. როგორც ჩანს, ძალიან უბედურად გრძნობს თავს უკრაინაში და სურს, დაბრუნდეს საქართველოში”
კომენტარები