ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაიში ავტოსაგზაო შემთხვევას 6 წლის ბავშვი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მანქანას ბავშვის დედა მართავდა და შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მას ავტომობილი სახლის ეზოში შეჰყავდა.
შემთხვევა გუშინ მოხდა. ბავშვი ჯერ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს, შემდეგ კი ქუთაისში გადაიყვანეს, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
მომხდარზე შს სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.
კომენტარები