მსახიობი, ზურა პირველი, სოციალურ ქსელში, წერს:
“ზიზღით, დაცინვით და აღშფოთებით აზიარებენ ვიდეოს, რომელზედაც მარიამობაზე ეკლესიაში ხალხს საჩუქრად საჭმელი მისცეს…
თქვენ ფიქრობთ, რომელიმე სხვა ქვეყანაში არ მოხდებოდა ასე? ფიქრობთ, რომ საფრანგეთში, იტალიაში, ან ინგლისში ხალხი თეთრ ხელთათმანებს ჩაიცმევდა და ერთმანეთს გზას დაუთმობდა?
გაიხსენეთ, რა ხდება ევროპის ქალაქებში მაღაზიებში “ბლექ ფრაიფი”-ზე!
ეს არ არის ქართველის თვისება!
ეს გარკვეული სოციალური ფენის ადამიანის თვისებაა!
ეს მასის თვისებაა ეროვნების მიუხედავად!
პ.ს. ჩემი აზრით, ამ ვიდეოში ტრაგიკული, აღსაშფოთებელი, დასაფიქრებელი და მოსაგვარებელი ის არის, რომ დღეს სახელმწიფოში ისეთი სოციალური მდგომარეობაა, რომ პური საჩუქრად ითვლება!”
შეგახსენებთ, დღეს გავრცელდა ვიდეო, როგორ დარიგდა საკვები სიონის ტაძარში.
კომენტარები