ბათუმში მცხოვრები ჟურნალისტი, ზურა ბაუჟაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“პატრიოტთა ალიანსის პილიტიკა აჭარაში ასეთია:
აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარედ ჰყავდათ ასაკოვანი ტარიელ მამულაიშვილი, რომელიც გააგდეს პარტიიდან უმიზეზოდ. სიმსივნით იყო დაავადებული. ძალიან ინერვიულა და სამ თვეც არ გასულა დაიღუპა. გასვენებაშიც კი არ მისულან პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლები.
ახლა ჰყავთ 76 წლის მურად თურმანიძე. როგორც ჩვენთან იტყვიან წესიერი და პატიოსანი კაცი, მაგრამ რეალურად არავინ არაფერს ეკითხება. თბილისიდან ჩამოიყვანეს ვიღაც არჩილ ლეკიშვილი და ის ხელმძღვანელობს ყველაფერს. ადამიანი რომელიც რეგიონს საერთოდ არ იცნობს. აჭარაში თითქოს არ ინახებოდა ადამიანი ვინც რეგიონში პარტიის წარმომადგენლობას უხელმძღვანელებდა.
პატრიიტთა ალიანსის ოფისის ქირას იხდის წარმოშობით ბათუმელი და რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის, თურმანიძის ძმა. ეს ის თურმანიძეა, რომელმაც თავის დროზე ბათუმის ინტურისტი და სპუტნიკი იყიდა. ჰოდა, ოფისის ქირის გადახდის გამო ბიზნესმენ თურმანიძის ძმა პატრიოტთა ალიანსს სიაში ნომერ პირველად ჰყავთ შეყვანილი. რეალურად ამ თურმანიძეს საიდან აქვს ეს ფული? სწორად მიხვდით.
ეჰ ირმა ცოდო ხარ თარხანას ინტრიგების ხლართებში, ცოდო.”
კომენტარები