ეკონომიკის ექსპერტი, ირაკლი ლატარია, სოციალურ ქსელში, წერს:
“მიუხედავად ჯანდაცვის სამინისტროს შემოწმებისა, მიუხედავად იმისა რომ არასწორედ გადაგახდევინეთო, არ ვაპირებთ რომ თანხა უკან დავაბრუნოთო!!!
სასამართლოში წავლენ, რომელიც გაგრძელდება ალბათ წლები. . . . სწორედ ამაზეა გათვლილი ყოველთვის აღნიშნული კლინიკების უკანონო ქმედებანი, რომ პაციენტს თანხა გამოძალონ, შემდეგ თუ პაციენტი დაიწყებს სამართლის ძიებას ეს სამართალი წლები მიმდინარეობს და რამდენიმე წელში რა იქნება არავინ იცის და ბოლოს და ბოლოს დაიღლები.
წარმოგიდგენიათ, რამდენ ადამიანს ექნება გადახდილი ასე უკანონოდ თანხები? რამდენ ადამიანს ეყოლება მანქანა გაყიდული? ზოგს ბინებიც ჩადებული და თან ეს მაშინ, როდესაც საქართველოს ბიუჯეტი თითქმის სრულად ფარავს ყოველთვის ასეთ ხარჯებს!!!
მე, არ დავასახელე თავის დროზე კლინიკა საჯაროდ და ახლა მივმართავ საქართველოს პროკურატურას, შეისწავლონ კლინიკა ,,ჰელსიკორის” საქმიანობანი, სადაც თანხების აღებ-მიცემობა ხდება იურიდიულად დადასტურების გარეშე.
ასევე, აუცილებელია კლინიკის საქმიანობით დაინტერესდეს შემოსავლების სამსახურიც, რომელმაც შეიძლება ბევრად ,,საინტერესო” რამ აღმოაჩინოს.
აი რატომ ხდება, რომ საზოგადოების ნაწილი არის ისევ უკმაყოფილო ხელისუფლების მიმართ და ბევრგან მომისმენია, რომ თურმე ჯანდაცვა სულაც არ არის უფასო. არადა მეგობრებო, საქართველოს ბიუჯეტი ჩვენი მშობლების გულის გამოჯანმრთელების ხარჯებს, მინიმუმ 90 % ით ფარავს და მხოლოდ და მხოლოდ კლინიკების მენეჯმენტი ცდილობს გადაახდევინოს პაციენტს ყველაფერი და ყველაფერში მაშინ, როდესაც ამას ბიუჯეტი ისედაც უხდის!!!
საქართველოს მთავარი პროკურატურა
შემოსავლების სამსახური Revenue Service
მე, არ დავიღლები და აუცილებლად მივაღწევ იმას, რომ კლინიკებმა ვერ გაბედონ ხალხისა და ბიუჯეტის ძარცვა!!!
აქვე არ შემიძლია არ ავღნიშნო, რომ ექიმები ჰყავთ ზე-პროფესიონალები და მადლობა მათ, ყველაფრისთვის!”
კომენტარები