ლევან რატიანმა შატილში მომხდარი ტრაგედიის დროს დაშავებული 3 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე განცხადება გააკეთა:
„პაციენტები იმყოფებიან მართალია რეანიმაციულ განყოფილებაში, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ვიტალური ფუნქციები სამივე მათგანთან არის აღდგენილი.
ჰემოდინამიკა ამ ეტაპზე სამივე პაციენტთან არის აღდგენილი, ასევე ორ მათგანთან გვაქვს კარგი ნევროლოგიური სტატუსი, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩაძახილზე ისინი ახელენ თვალს. ასრულებენ მარტივ ინსტრუქციებს.
რაც შეეხება მესამე ქალბატონს, რომელიც არის 32 წლის ასაკის, მას გუშინ ჩაუტარდა რეკონსტრუქციული ოპერაცია სახის ძვლების, მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე რჩება სტაბილურად მძიმე, მაგრამ დადებითი დინამიკით”
პრაიმტაიმი
კომენტარები