არიან ორგანიზაციები, მედიასაშუალებები, სოციალური ქსელის ჯგუფები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც რუსული რბილი ძალის გამტარებლები არიან – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა და შშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებას გამოხმაურა
“ოკუპანტს არ სძინავს და ჰიბრიდული ელემენტების გამოყენებით, არჩევნებში ჩარევით, რუსეთი ცნობილია მსოფლიოში, იქ, სადაც სურთ, რომ თავიანთი ინტერესები გაატარონ. არც ჩვენ გვძინავს, ჩვენი სამსახურები მუშაობენ” – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
რუსეთი რას აკეთებს, როცა არ სძინავს, რამდენ ქართველს იტაცებს, რამდენ მიწას გვართმევს, რამდენ პროვოკაციას გეგმავს, სულ კაკალ-კაკალ შეგვიძლია ჩამოთვლა, აი, ქართული სუს-ი რას აკეთებს, როცა არ სძინავს და რატომ ვერ ახერხებს მისი მოქალაქეების დაცვასაც კი – უცნობია!
რომ არ გვძინავს, ბატონო ირაკლი, ჩუმად გადავდივართ და რუსეთის გავლებულ მავთულხლართებს ვხსნით? – არა?
აბა, გადავდივართ და ჩვენი მოტაცებული მოქალაქეები გადმოგვყავს? – არა?
აბა, მოლაპარაკებებში ვუგებთ? – არა, საერთოდ არ ველაპარაკებით?
აბა, უბრალოდ არ გვძინავს? გვითხარით და შეგენაცვლებით ხოლმე, ზოგ ღამეს ჩვენც გავათენებთ!
ცნობისთვის, აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა, რომ რუსეთი შესაძლოა საქართველოში არჩევნებში ჩაერიოს.
ალია
კომენტარები