გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის თანამესაკნემ სკანდალური ჩვენება მისცა. ჩვენებას “კურიერი” ასაჯაროებს.
ნიკოლოზ რევაზიშვილის თანამესაკნე, ნიკა ჩიტიძე ამტკიცებს, რომ მას ნიკოლომა უამბო, რაც მოხდა იმ ღამით და ჩვენება 14 აგვისტოთი თარიღდება:
“ავედით ცენტრალურ გზაზე, არაგვის ხიდთან დავინახეთ 3-4 ბიჭიო. მათ დანახვაზე ვახტანგ ჩიქოვანმა იყვირა, ესენი არიან ამათი დედა ****. … მძღოლის გარდა ყველანი გადავედით მანქანიდან და გავიქეცით იმ ბიჭების მიმართულებითო. ისინი ჩვენ დანახვაზე გაიქცნენ, გადაჭრეს გზა და ხიდის ქვემო ჩასასვლელისკენ გაიქცნენო. ჩვენც იმ ადგილას რომ მივუახლოვდით შევამჩნიე, რომ ერთ-ერთი ბიჭი იქვე ბუჩქებში იმალებოდა და მე ამ ბიჭთან დავრჩი. …
დევნის დროს ერთი ბიჭი არაგვის ხიდის ქვეშ გამავალი გზისკენ გაიქცა. … მას უკან მიყვნენ, აჩო გაგნიძე, ვახტანგ ჩიქოვანი, ზ.ხ. და ა.ქ. დაახლოებით 15 -20 წუთის შემდეგ ისინი უკან დაბრუნდნენ და თქვეს, რომ დედა მ*** ამის შემდეგ ჩვენ ჩავსხედით მანქანაში და წამოვიყვანეთ თბილისის მიმართულებითო. მანქანაში ძალით ჩავსვით ამირხანაშვილი, თუმცა არ გვიცემია.
აჩო გაგნიძემ მას სიტყვიერად ჩხუბი და გინება დაუწყო, რაზეც ამირხანაშვილმა უთხრა, მე არაფერ შუაში ვარო, ამირხანაშვილი შეშინებული იყო, გზაზე რამოდენიმეჯერ პირჯვარი გადაიწერა. …შემდეგ, გაგნიძემ მანქანაში მოჰყვა, რომ დავეწიეთ იმ ბიჭს, ჯერ ხელის გულები დავარტყიო, ორივე თვალის მიდამოში და თავი ჩავარტყი სახეში. შემდეგ, მუშტი ჩავარტყი და ტუჩი გაუსკდაო, ამის შემდეგ ბიჭი წაიქცა და ვახტან ჩიქოვანმა, ზ.ხ.-მ ა.ქ.-მ და მე წიხლები ვურტყითო.
აჩო გაგნიძეს უთქვამს, რომ ცემის პროცესში ბიჭი გაგვექცა მდინარისკენო, უკან მიყოლიან ყველანი, რა დროსაც მდინარეში გადაგვივარდა ეს ბიჭი და დედა მ*** და დაიხრჩოო…
დევნის დროს ბიჭს დაუვარდა პატარა ჩანთა, რომელიც გავხსენით და შიგნით მხოლოდ სავარცხელი და თმის ჟელე ვნახეთო. ჩანთა იქვე არაგვის ხიდის ბეტონის საყრდენზე დავდეთ, იმიტომ, რომ ვერავინ ვერაფერს გაიგებს ჩვენზეო, იფიქრებენ, ჩანთის პატრონი წყალში გადახტაო.
… აჩო გაგნიძემ თქვა, ეს ამბავი რომ გაბაზრდეს მთქმელს და მთელ მის ოჯახს დედა მ***. რაზეც ჩიქოვანმა დაამატა, რა უნდა გაბაზრდეს ვინც ამას იტყვის ზონაში ვერსად გაჩერდება ბო@ის სახელი ექნებაო, აჩო გაგნიძეს ჩიქოვანისთვის უთქვამს, ხომ არ დავრჩით საბურთალოელების ვალში, ხომ ავუღეთ “აბაროტი”, ამათი დედა მ***,”- ნათქვამია ჩიტიძის ჩვენებაში.
ჩვენებაში ასევე აღწერილია, როგორ უკავშირდებოდა ბრალდებული ნიკა რევაზიშვილი საკუთარ ოჯახის წევრებს.
“მან ჩამაწერინა მამამისის ნომერი … და მთხოვა მის ნაცვლად დამერეკა მამამისისთვის, …მამამისთან დამაბარა, რომ ნიკას მეუღლე ანი ჩამოეყვანა კასპიდან, რადგან მის მეზობელ გოგოს კასპში- დიკოს ქმარი ან თავად მუშაობდა პოლიციაში, ან ჰქონდა ახლო ურთიერთობა პოლიციასთან, რის გამოც ნიკას არ უნდოდა ანი ამ ხალხის სიახლოვეს ყოფილიყო.
ნერვიულობდა, რამე არ წამოსცდეს ჩემს შესახებ და შემდეგ ეს პოლიციამ არ გაიგოსო. … შემდეგ მამამისთან დამაბარა მისულიყო შემთხვევის ადგილიდან “ქამრით” წამოყვანილ ბიჭთან, გვარად ამირხანაშვილთან, იმ მიზნით, რომ ამირხანაშვილს მიეცა ისეთი ჩვენება, რომელიც გამორიცხავდა ამირხანაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტს.
ანუ ამირხანაშვილს უნდა მიეცა ჩვენება, რომ ნიკა რევაზიშვილმა და მისმა თანმხლებმა პირებმა შემთხვევის ადგილიდან ამირხანაშვილი ამ უკანასკნელის სურვილით წამოიყვანეს და არა იძულებით. თუმცა ბოლო ნიკა რევაზიშვილმა გადაიფიქრა ამ დანაბარების გადაცემა და მითხრა, რომ ამის შესახებ მამამისისთვის არ მეთქვა, რადგან თავად უწერდა ადვოკატს წერილებს, გამყოფ მინაზე ადებდა და ამ გზით ატყობინებდა მამამისისთვის გადასაცემ ინფორმაციას,”- ნათქვამია რევაზიშვილის თანამესაკნის ჩვენებაში.
დღეს გაირკვა, რომ შაქარაშვილის ჩანთაზე არჩილ გაგნიძის დნმ-ის კვალი არ აღმოჩნდა, ამ ინფორმაციას მისი ადვოკატი ავრცელებს.
უცნაურია, როგორ ენდო უცნობ თანამესაკნეს რევაზიშვილი, მით უფრო, რომ თავად ჰყვება, ასე ვთქვით, ვინც ამას მოყვება ბო@იაო.
უცნაურია თავად დეტალებიც ჩვენებაში – დავარტყი ორივე ხელის გული თვალებზე, მერე დავარტყი თავი თავში, მერე ტუჩში მუშტი და მერე წაიქცა… წაქცეულს ვურტყით ფეხები, მერე ადგა და მაინც გაიქცა წაქცეული… იმედია, ექსპერტები ამ ჩვენებას შეისწავლიან და იტყვიან, რამდენად რეალურია, რამდენად ჰგავს მაგალითად ტუჩთან დარტმული მუშტს, შეეძლო თუ არა იმ დაზიანებებით შაქარაშვილს ადგომა და წყლისკენ გაქცევა.
როგორც ჩანს, პროკურატურა, რომელმაც 2,5 თვის შემდეგ ისიც ვერ დაადგინა, ვისი დნმ-ია ნაპოვნი გიორგის ჩანთაზე, აპირებს რევაზიშვილის თანამოსაკნის და ამირხანაშვილის ჩვენებებით წარსდგეს სასამართლოზე. წესით, არც ერთი ეს ჩვენება პირდაპირ მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება.
და მაინც, თუ ამ ჩვენებას გაიზიარებს სასამართლო, როგორ აპირებს პროკურატურა, ციხეს გადაარჩინოს ამირხანაშვილი და “ტოიოტას” მძღოლი – უცნობია. თუ ამ ჩვენებას ვენდობით, ამირხანაშვილმაც და მძღოლმაც უკვე იცოდნენ, რომ გიორგი გარდაცვლილი იყო.
ყველა მონაწილე პირის დნმ-ი გაქვთ, შეადარეთ, მათ შორის მოწეების დნმ-ს, მათ შორის, ადგილე მყოფი პოლიციელების დნმ-ს და იპოვეთ ის, ვინც ჩანთა შემოდო ხიდის ფეხზე და სდუმს.
რაც შეეხება “ტოიოტას” მძღოლს, რომელმაც როგორც ჩანს იმაზე მეტი იცის, ვიდრე ამბობდა, როგორც კი მიხვდება, რომ მასაც ემუქრება არაერთი წლით ციხეში გამოკეტვა – დიდი ალბათობით, მისი ჩვენებაც შეიცვლება.
რას იზამს ამირხანაშვილი, თუ მის თავისუფლებას საფრთხე დაემუქრება, კიდევ ერთხელ შეცვლის ჩვენებას, თუ ციხეში ჩაჯდება შეუტყობინებლობისთვის და უმწეო ადამიანის გასაჭირში მიტოვებისთვის – დრო გვიჩვენებს.
და ბოლოს, თანამოსაკნეს რევაზიშვილი როგორი დახვეწილი ტექსტით ესაუბრება, სიტყვიერი შეურაცხყოფა მივაყენეთ ამირხანაშვილსო ეუბნება, მერე კი როცა გიორგიზე საუბრობს, საფლავში ატრიალებს ბიჭს, ისეთი სიტყვებით “ჰყვება” გარდაცვლილზე და თქვენ მანდ, ვინც ასეთ ჩვენებებს წერთ და კითხულობთ, ცოტა გონი რომ მიაყოლოთ, კი არ იქნებოდა ურიგო!
ალია
კომენტარები