თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდი ავთო აბჟანდაძე დაკრძალეს. დაკრძალვა რამდენიმე დღით, გარდაცვლილი ბავშვის დედის ჩამოსვლამდე გადაიდო.
საბერძნეთში მყოფი ქალი სამშობლოში საელჩოს დახმარებით ჩამოვიდა.
გარდაცვლილს წესი აუგეს.
თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მოზარდის მამაა დაკავებული. ის ბრალს არ აღიარებს. მომხდარზე გამოძიება გრძელდება. ნათესავების ნაწილი, მათ შორის, ოჯახის წევრები თვითმკვლელობის ვერსიას არ ეთანხმებიან და ბავშვის მკვლელობაში მამას სდებენ ბრალს.
გარდაცვლილის და კი აცხადებს, რომ თუ მამამისს მართლაც 2 წელიწადს მიუსჯიან, რომ გამოვა ციხიდან, თავისი ხელით მოკლავს.
კომენტარები