ქობულეთის მერიაში მყოფმა ქალბატონმა თავის დაწვა სცადა და ბენზინი გადაისხა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიასთან აქცია დილიდან იმართება. მონაწილეები აღმაშენებლის 19 ნომერში მცხოვრები ადამიანები არიან, რომელთაც საცხოვრებლის გარეშე დარჩენა ემუქრებათ.
“მალხაზ რომანაძემ ჩვენი საცხოვრებელი იყიდა, გვითხრეს არჩევნების მერე გამოგყრითო, 12 ოჯახი ვართ, არგვაქვს საცხოვრებელი, უსახლოდ ვრჩებით. თავს მოვიკლავთ და იქედან არ გამოვალთ”
კომენტარები