ლეიბორისტები სასამართლოში საპენსიო ასაკზე დისკრიმინაციაზე ჩივიან
ლეიბორისტებს საპენსიო ასაკის 60 წლამდე გათანაბრებაზე საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეაქვთ:
– ქვეყანაში მამაკაცთა გარდა, ყველას უფლებათა დასაცავად, ტოტალური ლაშქრობაა გამოცხადებული. ეს ჩანს საპენსიო უზრუნველყოფის პრინციპებითაც, რომლის მიხედვითაც ქალები პენსიაზე გადიან 55 წლის ასაკში, ხოლო კაცები _ 60 წლიდან. აღნიშნული ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მეთერთმეტე მუხლს, რომლის მიხედვითაც დაუშვებელია დისკრიმინაცია ენის, კანის ფერის, რელიგიის და სქესის მიხედვით. ამიტომ ჩვენ შეგვაქვს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, რათა გაუქმდეს სახელმწიფო პენსიების შესახებ კანონის მეხუთე მუხლის ანტიკონსტიტუციური პირველი პუნქტი და მამაკაცები პენსიაში გავიდნენ ქალებთან ერთად 60 წლის ასაკში.
კომენტარები