გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარის, ბაჩანა ლობჟანიძის კუთვნილ ლეპტოპს და მობილურ ტელეფონს ექსპერტიზა უტარდება. ამის შესახებ ლობჟანიძემ „პრაიმტაიმთან“ ისაუბრა.
ლობჟანიძე ამბობს, რომ მის ლეპტოპში ინახება მინაწერები, „ფეისბუქჯგუფის“ წევრებთან, სადაც ახალგაზრდებზე ფსიქოლოგიური წნეხი ხორციელდება:
„გამოძიებას ჩემი ლეპტოპი გადავეცი, 8-საათიანი დაკითხვის შემდეგ მივედი და ის შავი წერტილები, რასაც ვამბობ ინტერნეტ ჯგუფზე, რომლის გავლით ხდება ახალგაზრდების ფსიქოლოგიური წნეხის და სუიციდამდე მიყვანა.
ლეპტოპში არის მინაწერები ჯგუფის წევრებთან, რომლებიც მიყვებიან როგორ სცადეს სუიციდი. უკვე დიდი ხანია ჩემი ტელეფონი და ლეპტოპი აქვს, არ ვენდობი ექსპერტიზას ამიტომ დათვალიერება ჩემი თანდასწრებით უნდა მოხდეს“
კომენტარები