პრემიერ-მინისტრისგიორგი გახარია ინფორმაციით, ბათუმში კონცენტრირებულია საკმაოდ მაღალი რაოდენობა მოქალაქეების, რომლებიც ისვენებენ და აქ ყურადღებაა გასამახვილებელი, გასაძლიერებელია ტესტირება ბულვარში და სხვადასხვა წერტილებში.
„მოგეხსენებათ, რომ ბათუმში დაფიქსირებული შემთხვევებიდან ეს 22 ადამიანი გვყავს კვების ობიექტიდან. დღეს ბათუმში კონცენტრირებულია საკმაოდ მაღალი რაოდენობა ჩვენი მოქალაქეების, რომლებიც ისვენებენ და აქ ყურადღებაა გასამახვილებელი, გასაძლიერებელია ტესტირება ბულვარში და სხვადასხვა წერტილებში. ბათუმი ჯერ არ ჩაიკეტება, თუმცა საფრთხე ამ ქალაქში ძალიან დიდია“
საქართველოში დღეს კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ახალი შემთხვევიდან 22 ბათუმში არსებულ საკონდიტრო მაღაზია „დონას“ უკავშირდება, შვიდი ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირია, ოთხი შემოტანილი შემთხვევაა, ხოლო ხუთის წყარო ამ ეტაპზე უცნობია.
კომენტარები