ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი:
“კორონავირუსის დამაზიანებელი გავლენა შესუსტდა არა იმიტომ, რომ ვირუსი შესუსტდა, უბრალოდ ექიმებმა უფრო მეტად ისწავლეს ვირუსის მართვა. იმატა ინფიცირებულთა რიცხვმა და იკლო ლეტალურმა შემთხვევებმა.
ვაქცინის არარსებობის შემთხვევაში, სცენარი რომ გავითვალისწინოთ, იმედია, ასე არ იქნება, მაგრამ წარმოვიდგინოთ ასეთი სცენარიც – ვირუსის დაძლევის ერთადერთი შანსი იქნება მოქალაქეების იმუნიტეტის გაძლიერება. ასე ხდება პანდემიების დროს.
რაც უფრო მეტ ადამიანს დაემართება [ვირუსი], გამოუმუშავდებათ დაცვა, ეს არის დადასტურებული. ორი ტიპის იმუნიტეტი არსებობს – უჯრედული და ანტისხეულებზე დაფუძნებული და ორივე ტიპის ამუშავდება.
ვიცით, რომ ვინც გადაიტანა ვირუსი, მათ დღემდე აქვს ანტისხეულები. რაც უფრო მეტ ადამიანს ექნება ვირუსი, მით უფრო მეტად შესუსტდება მისი გავრცელების რისკიც. ტენდენცია ასეთია, ყოველ შემთხვევაში.
გრიპის სეზონი გარდაუვალია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კორონავირუსი ამ დროს გააქტიურდება. კორონავირუსი თანაბარი წარმატებით ვრცელდება ზაფხულშიც და ზამთარშიც.
გრიპსაც სერიოზული დაწოლა აქვს ჯანდაცვის სისტემაზე და ორივე ერთად საკმაოდ რთული გასამკლავებელი იქნება ნამდვილად. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ მოსახლეობას მოვუწოდებ, რომ როგორც კი ვაქცინაცია დაიწყება აიცრან.
ნოემბერში იწყება გრიპის სეზონი და დეკემბერში არის პიკი”
cyc.ge
კომენტარები