ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე აჭარიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს მიმართავს:
“მოვუწოდებ მოქალაქეებს, ვინც აჭარიდან ბრუნდება, თვითიზოლაციას მიმართონ. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქვეყანაში კარანტინის კვლავ დაწესება არ გახდეს საჭირო.
ნებისმიერი სიმპტომის გაჩენის შემთხვევაში დარეკონ ცხელ ხაზზე, 112-ზე, სადაც ისინი გადამისამართდებიან იმ ოჯახის ექიმებთან და იმ ამბულატორიებში, რომლებიც მართავენ კოვდისიტუაციას და ეპიდმგომარეობას საქართველოში”
შეგახსენებთ, ორი დღის წინ, მთავრობა, დეპუტატები, პრემიერი, თბილისის მერი – ყველანი აჭარაში იმყოფებოდნენ – გადავლენ თუ არა მაღალჩინოსნები თვითიზოლაციაში, ან კარანტინში – უცნობია.
მართალია, ხელისუფლება ამ დრომდე ჯიუტად ითხოვდა კონტაქტების, შემხებლობაში მყოფი პირების კარანტინში გადაყვანას და სვანეთში 34 ინფიცირებულის აღმოჩენის შემდეგ უამრავი ადამიანი გადაიყვანა კარანტინში – მაგრამ, დღეს, როცა მხოლოდ 900 ადამიანი სასტუმრო “ოაზისშია” გამოკეტილი, აჭარა კი სავსეა დამსვენებლებით, მინისტრი აღარ ითხოვს მათ კარანტინში გადაყვანას და თვითიზოლაციისკენ მოგვიწოდებს.
აღარ არის ადგილები კარანტინში? მართალნი ყოფილან მოქალაქეები, როცა წერდნენ და ითხოვდნენ, მხოლოდ ის ადამიანები გადაეყვანათ კარანტინში, ვისაც თვითიზოლაციისთვის არა აქვს პირობები?
სვანეთში ვინც იყო, იმ რაოდენობის გადაყვანა მოახერხეთ კარანტინში და აჭარაში ბევრად მეტია? – მთელი ეს დრო რაოდენობაში იყო საქმე მინისტრო? რა რაოდენობის სასტუმროს ნომრებიც გქონდათ, იმ რაოდენობის ადამიანები გადაგყავდათ კარანტინში? საწყალი ბიუჯეტი, მარტო ეგ უძლებს ნებისმიერ რაოდენობას და თქვენ ნებისმიერ სურვილს.
ალია
კომენტარები