რიტა ზურაბაშვილის თქმით, მისი შვილიშვილის საქმეს პოლიტიკური ჯგუფები საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ. გარდაცვლილის ბებია POSTV- სთან საუბრობს:
„ამ საქმეს პოლიტიკური ჯგუფები საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ. სარალიძის მსგავსად, თამარი მშობლებსაც გამოიყენებენ. სარალიძე თვითონ მიხვდა მერე, ამათაც ასე აწოწიალებენ.
ეკლესიიდან რომ გამოვასვენეთ, უცებ შალვა ნათელაშვილი მიტინგს ატარებს ხალხო, შეკრებილები ვართ, მოდით, წავიდეთ და ეს მთავრობა დავამხოთო. გასვენებაში შეიძლება, ეს გააკეთო?! უძახო მოდით და დავამხოთ ეს მთავრობა.
მე ბებიამ, როგორ მოვითმინო ეს, როდესაც სულ სხვა რაღაცა სჭირს ჩემს ბავშვს, მის სულს ხომ უნდა დავეხმაროთ. გადის რამდენიმე კვირა და ბურჯანაძე გამოდის ტელევიზიით თურმე ბებია და შვილიშვილი ჩემი ფანატები ყოფილან და ამიტომ მინდა სამძიმარი ვუთხრაო. გადავირიე კინაღამ.“
კომენტარები