რიმა ბერაძის მიმართ რაიმე ბრალდების არ მჯერა. ყველა, ვინც იცნობს ამ ადამიანს, ზუსტად იცის, რომ არასდროს მოუკითხავს ვინ ვისი დამხმარეა, ვინ ვისი მომხრეა., პოლიტიკურად რა გემოვნება აქვს და თუკი რამე შეუძლია, მას მეც და ყველა ჩვენ, ვეხმარებით ყველას მიუხედავად იმისა „ლელოს“ წევრია, „ლეიბორისტული პარტიის“ თუ ნებისმიერი სხვა პარტიის . ეს არის რეალობა“,-ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.
გიორგი ვოლსკის განცხადებით, ბრალდება, რომელიც ოპოზიციის მხრიდან გაჟღერდა რიმა ბერაძის მიმართ უსაფუძვლოა.
„მოვისმინე საოცარი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ერთ სოციალურად დაუცველ ადამიანს, ახალგაზრდა ქალს, რომელიც ასევე სარგებლობს უფასო სასადილოთი, თითქოს აიძულებენ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მოქმედებას. ლოგიკურადაც რომ გავაანალიზოთ სიტუაცია, არ არის ეს ადამიანი ისეთი, რომელმაც შეიძლება დიდი დანაკარგი გამოიწვიოს „ქართულ ოცნებაში“, თუ ვთქვათ სხვა პარტიას უჭერს მხარს“,-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ბატონ ვოლსკის გვინდა შევახსენოთ, ქვეყნის უმრავლესობა, სოციალურად დაუცველია, მაგათი ხმა თუ არ გადარდებთ, გუნდიდან აბა, პანტა-პუნტად გაგექცათ ხალხი.
ეს არ არის ისეთი – რას ნიშნავს? როგორი ადამიანია ისეთი? და ასეთი?
რას ნიშნავს არ არის ისეთი და დანაკარგი არაა, ანუ, სულ ერთია? თითოეული მოქალაქის ბედი არაა მნიშვნელოვანი? არავინ არაა? საქართველოს მოქალაქე არაა?
და თქვენ როგორი ხართ, ბატონო გიორგი, ისეთი, თუ ასეთი?
ალია
კომენტარები